საქართველოდან მთლიანი ექსპორტი გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი კი, შემცირდა

საქართველოდან მთლიანი ექსპორტი გაიზარდა, ადგილობრივი ექსპორტი კი, შემცირდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ 584 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.1%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.0%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.3%-ით შემცირდა და 2 მილიარდ 569 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.3% შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ადგილობრივ ექსპორტში:

  • რუსეთი – 495 184 მლნ აშშ დოლარი (19,3%)
  • თურქეთი – 328 703 მლნ აშშ დოლარი (12.8%)
  • ბულგარეთი – 247 595 მლნ აშშ დოლარი (9.6%)
  • ჩინეთი – 246 129 მლნ აშშ დოლარი (9.6%)
  • სომხეთი – 142 320 მლნ აშშ დოლარი (5.5%)
  • აზერბაიჯანი – 138 375 მლნ აშშ დოლარი (5.4%)
  • შვეიცარია – 79 016 მლნ აშშ დოლარი (3.1%)
  • აშშ – 71 413 მლნ აშშ დოლარი (2.8%)
  • ესპანეთი – 69 693 მლნ აშშ დოლარი (2.7%)
  • უკრაინა – 65 761 მლნ აშშ დოლარი (2.6%)

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…